Nokia 1280 - ზოგადი ინფორმაცია

background image

ზოგადი ინფორმაცია

background image

არ შეეხოთ ანტენის არეს უმიზეზოდ,

როდესაც ანტენა გადასცემს ან იღებს

სიგნალებს. ანტენასთან კონტაქტი

ამცირებს კავშირის ხარისხს, რამაც

შეიძლება გამოიწვიოს უფრო აქტიურ

რეჟიმში მუშაობა და შეამციროს კვების

ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა.

ნახატები ამ ცნობარში შეიძლება

განსხვავდებოდნენ თქვენი

მოწყობილობის ეკრანზე

გამოსახულისაგან.

i)შეგიძლიათ გაგზავნოთ ტექსტური

შეტყობინებები, რომლებშიც

სიმბოლოების რაოდენობა აღემატება

ერთი წერილისთვის გათვალისწინებულ

ლიმიტს. შედარებით გრძელი წერილი

იგზავნება ორი ან რამდენიმე წერილის

სახით. თქვენმა პროვაიდერმა შეიძლება

გადაგახდევინოთ შესაბამისად.

მახვილების შემცველი სიმბოლოები, სხვა

ნიშნები, ან ზოგიერთ ენაში

გამოყენებული სიმბოლოები მეტ ადგილს

იკავებს, რის გამოც მცირდება ასოების

დასაშვები რაოდენობა ერთი წერილის

ტექსტში.

გრაფიკული წერილები შეიძლება

განსხვავებულად გამოჩნდეს სხვადასხვა

მოწყობილობაში.

რადიოს მოსასმენად საჭიროა

მოწყობილობას მიუერთოთ თავსებადი

გარნიტურა. გარნიტურა ასრულებს

ანტენის ფუნქციას.

iv)წერილების გაგზავნა და მიღება

ზოგიერთ ენაზე სრულდება ქსელის

მომსახურებით. დეტალური

ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენი

სერვისის პროვაიდერს. გაგზავნეთ

წერილები აპარატებთან, რომლებშიც

გათვალისწინებულია არჩეული ენა.

ქსელის მომსახურებები და ფასები

თქვენი აპარატით გამოყენებისთვის

გათვალისწინებულია EGSM 900 და 1800

მეგაჰერციანი ქსელები . მოწყობილობის

გამოსაყენებლად უნდა გააფორმოთ

ხელმოწერა სერვისის პროვაიდერთან.

ქსელური მომსახურებების გამოყენებისა

და თქვენს აპარატში მასალის

ჩამოტვირთვისთვის საჭიროა ქსელთან

კავშირი, რისთვისაც შეიძლება

დაწესებული იყოს მონაცემთა გადაცემის

საფასური. ზოგიერთი პროდუქტის

ფუნქციებისთვის საჭიროა ქსელის

მხარდაჭერა და შეიძლება დაგჭირდეთ

მათი გამოწერა.

იზრუნეთ თქვენს აპარატზე

იზრუნეთ თქვენი აპარატის, კვების

ელემენტის, დამტენის და აქსესუარის

მოვლაზე. შემდეგი რჩევები

დაგეხმარებათ საგარანტიო პირობების

დაცვაში.

არ დაასველოთ მოწყობილობა.

ატმოსფერული ნალექი, სინესტე და

ყველა სახის სითხე თუ ნესტი შეიძლება

შეიცავდეს მინერალებს, რომლებიც

იწვევს ელექტროსქემების დაჟანგვას. თუ

28

iii)არავის ჩაანათოთ ფანარი თვალში.

ii)

background image

მოწყობილობა დაგისველდათ, მოხსენით

კვების ელემენტი და გააშრეთ.

არ გამოიყენოთ და არ შეინახოთ

მოწყობილობა მტვრიან ან ჭუჭყიან

ადგილებში. მოძრავი ნაწილები და

ელექტრონული კომპონენტები შეიძლება

დაზიანდეს.

არ შეინახოთ მოწყობილობა მაღალ

ტემპერატურებზე. მაღალმა

ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს

აპარატის მუშაობის ხანგრძლივობის

შემცირება, კვების ელემენტის დაზიანება

და ზოგიერთი პლასტმასის ნაწილის

დეფორმაცია ან დნობა.

არ შეინახოთ მოწყობილობა დაბალ

ტემპერატურებზე. როდესაც აპარატი

გათბება მისთვის ნორმალურ

ტემპერატურამდე, მოწყობილობის

შიგნით შეიძლება გაჩნდეს ნესტი და

დაზიანდეს ელექტრონული სქემები.

არ შეეცადოთ გახსნათ მოწყობილობა,

მომხმარებლის სახელმძღვანელოში

მოცემული ინსტრუქციის დაუცველად.

ნებადაურთავი მოდიფიკაციების

გამოყენებით შეიძლება დაზიანდეს

მოწყობილობა და დაირღვეს

რადიომოწყობილობების გამოყენების

შესახებ დებულებები.

არ დააგდოთ, არ დაარტყათ და არ

შეანჯღრიოთ მოწყობილობა. უხეში

მოპყრობით შეიძლება დაზიანდეს

ელექტროსქემის დაფა და მექანიზმები.

ამ მოწყობილობის ზედაპირის

გასაწმენდად გამოიყენეთ მხოლოდ

რბილი, სუფთა, მშრალი ნაჭერი.

არ შეღებოთ მოწყობილობა. საღებავმა

შეიძლება გაჭედოს მოძრავი ნაწილები და

ხელი შეუშალოს გამართულ მუშაობას.

ოპტიმალური მუშაობისთვის

აპარატი დროდადრო გამორთეთ და

ამოიღეთ კვების ელემენტი.

მოწყობილობა მოარიდეთ მაგნიტსა

და მაგნიტურ ველებს.

თუ გსურთ თქვენთვის

მნიშვნელოვანი მონაცემები უსაფრთხოდ

შეინახოთ, ჩაწერეთ ისინი მინიმუმ ორ

განსხვავებულ ადგილზე, მაგალითად,

აპარატში, მეხსიერების ბარათზე ან

კომპიუტერში, ან ჩაინიშნეთ

მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ნარჩენების გადამუშავება

ყოველთვის ჩააბარეთ გამოყენებული

ელექტროსაქონელი, კვების ელემენტები

და შესაფუთი მასალები შესაბამის

პუნქტებში. ეს ხელს შეუშლის

გადაყრილი მასალების უკონტროლოდ

ხარჯვას და ხელს შეუწყობს მასალების

გადამუშავებას. პროდუქტთან

დაკავშირებული გარემოსდაცვითი

ინფორმაცია და Nokia-ს პროდუქტების

გადაგდების წესი იხილეთ საიტზე

www.nokia.com/werecycle.

გადახაზული ურიკის სიმბოლო

გადახაზული ურნის სიმბოლო თქვენს

პროდუქტზე, კვების ელემენტზე,

დოკუმენტებზე, ან შეფუთვაზე

გახსენებთ, რომ ევროკავშირში ყველა

ელექტრო და ელექტრონული

პროდუქტის, კვების ელემენტებისა და

აკუმულატორების შეგროვება უნდა

29

background image

მოხდეს ცალკე, მათი მწყობრიდან

გამოსვლის შემდეგ. ეს მოთხოვნები

ძალაშია ევროკავშირში. ეს პროდუქტები

არ გადაყაროთ, როგორც ქალაქის

დაუხარისხებელი ნარჩენები. თქვენს

ტელეფონთან დაკავშირებული

გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.:

www.nokia.com/ecodeclaration.

კვების ელემენტები და დამტენები

ინფორმაცია კვების ელემენტისა და

დამტენის შესახებ

თქვენი აპარატისთვის

გათვალისწინებულია BL-5CB მრავალჯერ

დამუხტვადი კვების ელემენტის

გამოყენება. Nokia-მ შეიძლება დაამზადოს

კვების ელემენტის სხვა მოდელები, ამ

მოწყობილობისთვის გამოსაყენებლად.

ყოველთვის გამოიყენეთ Nokia-ს

ორიგინალური კვების ელემენტები.

ეს მოწყობილობა განკუთვნილია

გამოყენებისათვის მაშინ, როდესაც

ენერგია მიეწოდება შემდეგი

დამტენებით: AC-3 . Nokia-ს დამტენის

მოდელის ზუსტი ნომერი შეიძლება

იცვლებოდეს ჩამრთველის ტიპის

მიხედვით და დამატებული აქვს E, X, AR,

U, A, C, K, ან B აღნიშვნა.

ელემენტის ასობით დატენვა და დაცლა

შეიძლება, მაგრამ იგი საბოლოოდ

გაიცვითება. ელემენტი გამოცვალეთ,

როდესაც ლაპარაკისა და მოცდის დროები

მნიშვნელოვნად შემცირდება

ნორმალურთან შედარებით.

კვების ელემენტის უსაფრთხოება

კვების ელემენტების ამოღებამდე

ყოველთვის გათიშეთ მოწყობილობა და

გამორთეთ იგი კვების ქსელიდან.

როდესაც აპარატს აცილებთ დამტენს ან

აქსესუარს, ხელი მოკიდეთ ჩამრთველს

და არა სადენს.

როდესაც დამტენს არ იყენებთ,

გამორთეთ იგი ელექტრული კვების

ქსელიდან. ბოლომდე დატენილი კვების

ელემენტი არ დატოვოთ ელექტროქსელში

ჩართული, რადგან შეიძლება ამან

დააჩქაროს კვების ელემენტის ცვეთა. თუ

გამოუყენებლად დატოვებთ, ბოლომდე

დატენილი ელემენტი თანდათანობით

დაიცლება.

ყოველთვის შეეცადეთ ელემენტის

გარემო ტემპერატურა არ გასცდეს 15°C-

დან 25°C-მდე (59°F-დან 77°F-მდე)

ფარგლებს. კრიტიკული ტემპერატურები

ამცირებს კვების ელემენტის ეფექტურ

მუშაობას და სიცოცხლის ხანგძლივობას.

მოწყობილობამ ცხელი ან ცივი კვების

ელემენტით შეიძლება დროებით არ

იმუშაოს.

შეიძლება შემთხვევით მოხდეს მოკლე

ჩართვა, თუ ლითონის რაიმე საგანი

შეეხება კვების ელემენტის მეტალის

კონტაქტებს, მაგალითად, როდესაც

სათადარიგო კვების ელემენტი გიდევთ

ჯიბეში. მოკლე ჩართვამ შეიძლება

დააზიანოს ელემენტი ან შემაერთებელი

საგანი.

30

background image

არ დაწვათ ელემენტები ცეცხლში, რადგან

შეიძლება აფეთქდეს. ელემენტები

გადაყარეთ ადგილობრივი წესების

შესაბამისად. მიეცით მეორადი

გამოყენება, თუ ეს შესაძლებელია. არ

გადააგდოთ საყოფაცხოვრებო

ნარჩენებთან ერთად.

არ დაშალოთ, ამოჭრათ, გახსნათ,

დაამტვრიოთ, მოღუნოთ, გახვრიტოთ, ამ

მოტეხოთ ცალკეული ნაწილები ან კვების

ელემენტი. თუ კვების ელემენტი

გაჟონავს, შეეცადეთ ელემენტიდან

გამოსული სითხე არ მოგხვდეთ კანზე ან

თვალში. თუ ეს მოხდება,

დაუყოვნებლად დაიბანეთ დასვრილი

ადგილი წყლით, ან მიმართეთ ექიმს.

არ შეცვალოთ, არ გადაამუშაოთ, არ

ჩასვათ უცხო ობიექტები კვების

ელემენტში, არ ჩადოთ ან დაასველოთ

წყალში ან სხვა სითხეში. ელემენტი

შეიძლება აფეთქდეს, თუ იგი

დაზიანებულია.

კვების ელემენტი და დამტენი

გამოიყენეთ მხოლოდ

დანიშნულებისამებრ. დამტენის ან

კვების ელემენტის არასწორად ან

გაუთვალისწინებელმა გამოყენებამ

შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, აფეთქება,

ან სხვა საშიშროება და გააუქმოს

უფლებები ან გარანტია. თუ ფიქრობთ

რომ კვების ელემენტი ან დამტენი

დაზიანდა, წაიღეთ სერვის-ცენტრში

შესამოწმებლად, სანამ მას კვლავ

გამოიყენებთ. არასდროს გამოიყენოთ

დაზიანებული დამტენი ან ელემენტი.

დამტენი გამოიყენეთ მხოლოდ შენობაში.

დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების

შესახებ

განახორციელეთ საგანგებო ზარი

1. დარწმუნდით, რომ მოწყობილობა

ჩართულია.

2. შეამოწმეთ შესაბამისი სიგნალის

სიძლიერე. შეიძლება ასევე დაგჭირდეთ

შეასრულოთ შემდეგი:

ჩადეთ SIM ბარათი.

გამორთეთ ყველა აკრძალვა,

რომლებიც გაააქტიურეთ აპარატში,

მაგალითად, ზარის დაბლოკვა, ნომრის

დაფიქსირება, ან მომხმარებელთა

დახურული ჯგუფის გამოყენება.

დარწმუნდით, რომ ოფლაინ ან

ფრენის პროფილი არ არის

გააქტიურებული.

3. განმეორებით დააჭირეთ

დასრულების ღილაკს, სანამ გამოჩნდება

საწყისი ეკრანი.

4. შეიყვანეთ იმ ადგილის შესაბამისი

ოფიციალური გადაუდებელი ზარის

ნომერი, სადაც იმყოფებით.

გადაუდებელი ზარის ნომრები იცვლება

ადგილმდებარეობის მიხედვით.

5. დააჭირეთ ზარის გაშვების ღილაკს.

6. რაც შეიძლება ზუსტად მიაწოდეთ

ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. არ

დაასრულოთ ზარი, სანამ ამის ნებართვას

არ მიიღებთ.

მნიშვნელოვანია: თუ თქვენს

მოწყობილობას აქვს ხმოვანი ზარების

მხარდაჭერა ინტერნეტის გამოყენებით

31

background image

(ინტერნეტ-ზარები). მოწყობილობამ

შეიძლება განახორციელოს გადაუდებელი

ზარი როგორც ფიჭური ქსელების

გამოყენებით, ასევე ინტერნეტ-ზარის

სერვისის პროვაიდერის საშუალებით.

დაკავშირება ნებისმიერ შემთხვევაში არ

არის გარანტირებული. ძალზე

მნიშვნელოვან სიტუაციებში,

მაგალითად, როგორიცაა გადაუდებელი

სამედიცინო დახმარების გამოძახება,

არასოდეს უნდა იყოთ მხოლოდ

რომელიმე უკაბელო მოწყობილობის

იმედზე.

მცირეწლოვანი ბავშვები

თქვენი მოწყობილობითა და მისი

აქსესუარებით თამაში დაუშვებელია.

ისინი შეიცავს მცირე ზომის ნაწილებს.

შეინახეთ ისინი მცირეწლოვანი

ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

სამედიცინო აპარატები

რადიოგადამცემი მოწყობილობის

მუშაობამ, უკაბელო ტელეფონების

ჩათვლით, შეიძლება ხელი შეუშალოს

არაადექვატურად დაცული სამედიცინო

აპარატურის მუშაობას. მიმართეთ ექიმს

ან სამედიცინო მოწყობილობის

მწარმოებელს და შეიტყვეთ არის თუ არა

იგი ადექვატურად დაცული გარეშე

რადიოსიხშირული ენერგიისგან.

იმპლანტირებული სამედიცინო

აპარატები

სამედიცინო მოწყობილობის მუშაობის

შეფერხების გამორიცხვის მიზნით,

სამედიცინო მოწყობილობების

მწარმოებლები გირჩევენ მინიმალური

მანძილი 15,3 სანტიმეტრი (6 დიუმი)

დავიცვათ უკაბელო მოწყობილობასა და

ისეთ იმპლანტირებულ სამედიცინო

მოწყობილობას შორის, მაგალითად

როგორიცაა კარდიოსტიმულატორიანი

დეფრიბილატორი. პირები, რომლებსაც

აქვთ ასეთი მოწყობილობები,

ვალდებულნი არიან:

ყოველთვის უნდა შეინარჩუნოთ 15,3

სანტიმეტრი (6 დიუმი) მეტი დისტანცია

უკაბელო აპარატსა და სამედიცინო

მოწყობილობას შორის.

არ ჩაიდოთ უსადენო აპარატი გულის

ჯიბეში.

უკაბელო მოწყობილობა ყურზე

მიიდეთ სამედიცინო მოწყობილობის

საპირისპირო მხარეს.

გამორთეთ უკაბელო მოწყობილობა,

თუ რაიმე მიზეზით ეჭვობთ, რომ ადგილი

აქვს ტალღების გადაფარვას.

იმპლანტირებული სამედიცინო

მოწყობილობის შემთხვევაში, დაიცავით

მწარმოებლის მითითებები.

თუ გაქვთ კითხვები უკაბელო

მოწყობილობის სამედიცინო

მოწყობილობასთან ერთად

გამოყენებასთან დაკავშირებით,

კონსულტაციისთვის მიაკითხეთ თქვენს

ექიმს.

სმენა

გაფრთხილება: გარნიტურის

გამოყენების დროს შეიძლება არ

გესმოდეთ გარეშე ხმები. არ გამოიყენოთ

გარნიტურა, როდესაც ამით შეიძლება

საფრთხე შეგექმნათ.

32

background image

ზოგიერთ უკაბელო მოწყობილობას

შეუძლია იმოქმედოს ზოგიერთი

ყურთსასმენი აპარატის მუშაობაზე.

ნიკელი

ამ მოწყობილობის ზედაპირი არ შეიცავს

ნიკელს.

დაიცავით აპარატი მავნე შინაარსისგან

აპარატი შეიძლება დაინფიცირდეს

ვირუსითა და მიიღოს სხვა მავნე

ელემენტები. მიიღეთ უსაფრთხოების

შემდეგი ზომები:

სიფრთხილე გმართებთ წერილების

გახსნის დროს. ისინი შეიძლება

შეიცავდეს მავნე პროგრამას, ან შეიძლება

სხვაგვარად დააზიანოს თქვენი

მოწყობილობა ან კომპიუტერი.

ფრთხილად იყავით დაკავშირების

მოთხოვნებზე თანხმობის მიცემის,

ინტერნეტში ბრაუზინგის ან

ჩამოტვირთვების დროს.

მხოლოდ ის მომსახურებები

გამოიყენეთ და ის პროგრამები

დააინსტალირეთ, რომელთაც ენდობით

და რომლებიც გთავაზობთ

უსაფრთხოებისა და დაცვის ადექვატურ

საშუალებებს.

თქვენს მოწყობილობაზე და მასთან

მიერთებულ კომპიუტერზე

დააინსტალირეთ ანტივირუსული ან სხვა

დამცავი პროგრამები. მხოლოდ ერთი

ანტივირუსული პროგრამა გამოიყენეთ

ერთ ჯერზე. კიდევ სხვა ანტივირუსის

გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს

აპარატის და/ან კომპიუტერის

მუშაობაზე.

სიფრთხილე გმართებთ, როდესაც

ხსნით თქვენს მოწყობილობაზე წინასწარ

დაინსტალირებულ სანიშნეებსა და

ბმულებს მესამე მხარის ინტერნეტ-

საიტებზე. Nokia არანაირ მოვალეობას ან

პასუხისმგებლობას არ იღებს ამგვარ

საიტებთან დაკავშირებით.

მუშაობის პირობები

ეს მოწყობილობა აკმაყოფილებს

რადიოტალღების გამოსხივებისადმი

წაყენებულ მოთხოვნებს, როდესაც

აპარატს იყენებთ ნორმალურ პოზიციაში

ყურთან, ან მინიმუმ 1,5 სანტიმეტრი (5/8

დიუმი) მანძილზე სხეულიდან. როდესაც

ჩანთაში დებთ, ქამარზე იმაგრებთ, ან

ბუდეს იყენებთ აპარატის სხეულთან

ახლოს სატარებლად, იგი არ უნდა

შეიცავდეს მეტალს და აპარატი თქვენგან

დაშორებული უნდა იყოს ზემოთ

ნახსენები დისტანციით.

მონაცემთა ფაილების ან წერილების

გასაგზავნად, მოწყობილობას სჭირდება

მაღალი ხარისხის კავშირი ქსელთან.

მონაცემთა ფაილების ან წერილების

გაგზავნა შეიძლება გადაიდოს ასეთი

კავშირის დამყარებამდე. გადაცემის

დასრულებამდე დაიცავით

ინსტრუქციაში მითითებული დისტანცია.

ტრანსპორტი

სატრანსპორტო საშუალებებში

რადიოსიგნალებმა შეიძლება იმოქმედოს

არასწორედ დამონტაჟებულ ან

არაადექვატურად დაცულ

ელექტროსისტემებზე, როგორიცაა

ძრავაში საწვავის შეფრქვევის

33

background image

ელექტრონული სისტემები, ბლოკირების

საწინააღმდეგო სამუხრუჭე

ელექტრონული სისტემები, სიჩქარის

ელექტრონული კონტროლისა და საჰაერო

ბალიშების სისტემები. დამატებითი

ინფორმაციისთვის მიმართეთ

ავტომობილის ან მისი მოწყობილობის

მწარმოებელს.

მხოლოდ კვალიფიცირებულმა

პერსონალმა უნდა დაამონტაჟოს აპარატი

მანქანაში. შესაძლოა, არასწორი

დაინსტალირება და მომსახურება

სახიფათო იყოს და შეიძლება გავლენა

მოახდინოს გარანტიაზე. ყოველთვის

შეამოწმეთ, რომ თქვენი უკაბელო

მოწყობილობის აღჭურვილობა თქვენს

მანქანაში თავის ადგილზეა და

გამართულად მუშაობს. არ შეინახოთ და

არ გადაიტანოთ აალებადი სითხეები,

გაზები, ან ასაფეთქებელი მასალები იმავე

განყოფილებით, სადაც მოთავსებულია

მოწყობილობა, მისი ნაწილები ან

აქსესუარები. გაითვალისწინეთ, რომ

საჰაერო ბალიშები დიდი ძალით იბერება.

არ მოათავსოთ თქვენი აპარატი ან

აქსესუარები საჰაერო ბალიშებთან

ახლოს.

აფეთქების პოტენციური გარემოებები

გამორთეთ მოწყობილობა პოტენციურად

აალებად გარემოში, მაგალითად, გაზის

ტუმბოებთან გასამართ სადგურებში.

ამგვარ ადგილებში ნაპერწკალმა

შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, რასაც

შეიძლება მოჰყვეს სხეულის დაზიანება ან

სიკვდილი. დაიცავით აკრძალვები

საწვავის გასამართ სადგურებში,

შემნახველ და გამანაწილებელ ზონებში;

ქიმიურ საწარმოებში; ან იქ, სადაც

მიმდინარეობს ასაფეთქებელი

სამუშაოები. პოტენციურად აფეთქებადი

ატმოსფეროს მქონე ზონები ხშირად,

მაგრამ არა ყოველთვის, ნათლად არის

აღნიშნული. ამაში შედის ისეთი

ადგილები, სადაც რეკომენდებულია

ავტომობილის ძრავას გამორთვა,

გემბანის ქვედა განყოფილებები,

ქიმიკატების გადამტანი ან შესანახი

საშუალებები და ადგილები, სადაც ჰაერი

შეიცავს ისეთ ქიმიკატებსა თუ

ნაწილაკებს, როგორიცაა შედარებით

მსხვილი ნაწილაკები, მტვერი, ან

მეტალის მტვერი. თხევად გაზზე (მაგ.

პროპანზე ან ბუტანზე) მომუშავე

ტრანსპორტის მწარმოებლიდან უნდა

მიიღოთ ინფორმაცია, რათა დაადგინოთ

იქნება თუ არა უსაფრთხო ამ

მოწყობილობის გამოყენება ასეთ

ტრანსპორტთან ახლოს.

ინფორმაცია სერთიფიკატის შესახებ

(SAR)

ეს მობილური მოწყობილობა

აკმაყოფილებს რადიოტალღებისათვის

გათვალისწინებულ სახელმძღვანელო

პრინციპებს.

თქვენი მობილური აპარატი გზავნის და

უშვებს რადიოტალღებს. იგი ისეა

დაპროექტებული, რომ არ აჭარბებს

საერთარიშო ნორმებით

გათვალისწინებული რადიოტალღების

დასაშვებ ნორმებს. წინამდებარე

სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშავა

დამოუკიდებელმა სამეცნიერო

34

background image

ორგანიზაციამ ICNIRP და მასში

მითითებულია უსაფრთხოების ნორმები,

რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა

ადამიანის დაცვა, განურჩევლად ასაკისა

და ჯანმრთელობის მდგომარეობისა.

მობილური მოწყობილობებისთვის

მოცემულ სახელმძღვანელო პრინციპებში

გამოყენებულია საზომი ერთეული,

რომელიც ცნობილია როგორც შთანთქმის

კუთრი კოეფიციენტი, ან SAR. SAR-ის

დასაშვები ზღვრული მნიშვნელობა,

ICNIRP სახელმძღვანელოს მიხედვით,

შეადგენს 2,0 ვატს/კილოგრამზე (ვატი/

კგ), საშუალოდ 10 გრამ ქსოვილზე მეტი

წონებისთვის. SAR-ის დასადგენი

ტესტები ჩატარდა სტანდარტულ

სამუშაო რეჟიმში, როდესაც

მოწყობილობის გადაცემის სიმძლავრე

დასაშვები ნორმის მაქსიმუმს შეადგენდა

ყველა ტესტირებულ რადიოსიხშირულ

უბანში. მომუშავე აპარატის SAR-ის

ფაქტობრივი დონე შეიძლება იყოს

მაქსიმალურ მნიშვნელობაზე ნაკლები,

რადგან მოწყობილობა შექმნილია

მხოლოდ ისეთი სიმძლავრის

გამოსაყენებლად, რაც საჭიროა ქსელში

ჩასართავად. ეს სიდიდე იზრდება მთელი

რიგი ფაქტორების მიხედვით,

მაგალითად, ქსელის საბაზო სადგურთან

სიახლოვის შესაბამისად.

SAR სიდიდის უდიდესი მნიშვნელობა,

ICNIRP სახელმძღვანელოს მიხედვით,

აპარატის ყურზე მიდებით გამოყენების

შემთხვევაში არის 1,15 ვატი/კგ .

მოწყობილობის აქსესუარების

გამოყენების დროს შეიძლება შეიცვალოს

SAR-ს მნიშვნელობა. SAR-ს მნიშვნელობა

ვარირებს ქვეყანაში დადგენილი და

შემოწმებული მოთხოვნებისა და ქსელის

რადიოსიხშირული ჯგუფის შესაბამისად.

SAR-ის შესახებ დამატებითი

ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის

მონაცემები: www.nokia.com.

განაცხადი შესაბამისობის შესახებ

0434

Nokia აწარმოებს გადასვლას

ევროკავშირის ორ შეტყობინებულ

უწყებას შორის და ეს პროდუქტი

მოწონებულია ევროკავშირის ორივე

უწყების დებულებების მიხედვით.

გადასვლის ამ პერიოდში რომელიმე CE

ნიშანი შეიძლება გამოჩნდეს

პროდუქტზე.

წინამდებარე დოკუმენტით NOKIA

CORPORATION აცხადებს, რომ ეს RM-647

პროდუქტი აკმაყოფილებს 1999/5/EC

დირექტივის აუცილებელ მოთხოვნებს და

სხვა შესაბამის დებულებებს.

შესაბამისობის შესახებ განაცხადის ასლი

შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: http://

www.nokia.com/global/declaration .

© 2011-2012 Nokia. ყველა უფლება

დაცულია.

35

background image

Nokia, Nokia Connecting People და Navi

არის Nokia Corporation-ის სასაქონლო

ნიშნები ან რეგისტრირებული სასაქონლე

ნიშნები. Nokia tune არის Nokia Corporation-

ის ბგერითი ნიშანი. პროდუქტისა და

კომპანიის აქ ნახსენები სხვა სახელები

შეიძლება იყოს მათი მფლობელების

სასაქონლო ნიშნები ან სავაჭრო

სახელები.

მთელი ამ დოკუმენტის, ან მისი ნაწილის

რეპროდუქცია, გადაგზავნა, გავრცელება,

ან შენახვა ნებისმიერი ფორმით

აკრძალულია Nokia-ს წინასწარი

წერილობითი თანხმობის გარეშე. Nokia

ატარებს მუდმივი განვითარების

პოლიტიკას. Nokia უფლებას იტოვებს

შეიტანოს ცვლილებები და

გაუმჯობესებები ამ დოკუმენტში

აღწერილ ნებისმიერ პროდუქტში,

წინასწარი შეტყობინების გარეშე.

მოქმედი სამართლის მაქსიმალურად

დაცვით, Nokia ან მისი რომელიმე

ლიცენზიარი არავითარ პირობებში არ

არიან პასუხისმგებელნი რაიმე მონაცემის

ან შემოსავლის დაკარგვაზე, ან რაიმე

ფაქტიურად დამდგარ, შედეგობრივ ან

არაპირდაპირ ზიანზე, რასაც კი შეიძლება

ადგილი ჰქონდეს.

ამ დოკუმენტის შინაარსი მოცემულია

ისე, ”როგორც არის”. თუ მოქმედი

სამართლით არ არის სხვაგვარად

გათვალისწინებული, არავითარი სხვა

გარანტია, არც მითითებული და არც

ნაგულისხმები, მათ შორის სასაქონლო

ფორმასთან და კონკრეტული

გამოყენების მხრივ ვარგისიანობასთან

დაკავშირებული ნაგულისხმები

გარანტიები, და არა მხოლოდ ეს

გარანტიები, არ გაიცემა წინამდებარე

დოკუმენტის სიზუსტესთან,

საიმედოობასა და შინაარსთან

დაკავშირებით. Nokia უფლებას იტოვებს

გადასინჯოს ეს დოკუმენტი, ან გააუქმოს

იგი ნებისმიერ დროს, წინასწარი

შეტყობინების გარეშე.

პროდუქტების, ფუნქციების,

პროგრამებისა და სერვისების არსებობა

შესაძლოა დამოკიდებული იყოს

რეგიონზე. დამატებითი

ინფორმაციისათვის მიმართეთ Nokia–ს

დილერს ან თქვენი სერვისის

პროვაიდერს. ეს მოწყობილობა შეიძლება

შეიცავდეს საქონელს, ტექნოლოგიას ან

პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც

განხილულია აშშ-ს ან სხვა ქვეყნის

ექსპორტთან დაკავშირებულ კანონში და

კანონქვემდებარე აქტში. კანონის

საწინააღმდეგოდ მოქმედება

აკრძალულია.

36

გამოცემა 3.2 KA